Tuesday, July 15, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს საბოოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემს მოსწავლეებს პროექზე მუშაობა უფრო ახლოს მიიყვანს შესასწავლ თემასთან, ხელს შეუწყობს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებაში. საკუთარი გამოცდილებიდან მივხვდი, რომ პროექტი სულ სხვა თვალით წარმოგვიდგენს ამა თუ იმ თემას...
ჩემი კოლეგების საინტერესო პრეზენტაციები მოვისმინე...
ყველას წარმატებას ვუსურვებ!!
მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და ჩვენს ტრენერს-ქ-ონ შორენას ასეთი გულისხმიერებისა და კომპეტენტურობისთვის!!!!


Saturday, July 12, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ძალიან საინტერესო ტრენინგი გვქონდა
ვისწავლეთ ბლოგზე ვებგვერდების დამატება, გაჯეტების გაკეთება, ელექტრონული კითხვების შექმნა და ბლოგზე განთავსება , რომელსაც ვიყენებ ჩემი პროექტის ფარგლებში...და ვასწავლი მოსწავლეებსაც.
ანიმაციების მოძიებამ და ბლოგზე განთავსებამ ძალიან გაგვახალისა:)

Thursday, July 10, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

მიღებული ცოდნა დამეხმარება პორტფოლიოს პრეზენტაციის დახვეწაში.
განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, რაც გამიადვილებს მოსწავლეთა დიფერენცირებას სასწავლო პროცედურების შერჩევისას...
ობიექტების დმატებას ფაილებზე, ელექტრონული კითხვების გამოქვეყენების წესს გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას კვლევაში.... 



Tuesday, July 8, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო  ნამუშევრის  ნიმუშებს,
ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე....
დრო ძალიან სწრაფად გავიდა.........




ბუკლეტი

Saturday, July 5, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

წყვილებში გავაზიარეთ ჩვენი ნამუშევრები, უკუკავშირის შედეგად შევიტანეთ კონკრეტული ცვლილებები.გავითვალისწინეთ რჩევები. მე ვფიქრობ, ეს ხელს შგვიწყობს უკეთ დავინახოთ ხარვეზები,სხვისი თვალით შევხედოთ ჩვენს ნაშრომს.
გავიგეთ საავტორო უფლებების შესახებ, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს მოსწავლეებთან მუშაობის დროს..
გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შბლონის გაცნობამ საშუალება მომცა დავიცვა მოძიებული და გამოყენებული მასალის საავტორო უფლებები...


გთხოვთ მირჩიოთ რამე..
მადლობა წინასწარ გულისხმიერბისთვის
ჩემი თემაა ლიტერატურა და ადმიანი          სურათი


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
Ø  რით შეიძლება გახდეს ადამიანი იმაზე უკეთესი, ვიდრე არის?

თემატური კითხვები
  • რა გავლენას ახდენს ხელოვნება ადამიანზე?
  • რატომ კითხულობენ ადამიანები წიგნებს?
  • როგორ ეხმარება ლიტერატურა ადამიანს საკუთარი თავის შემეცნებაში?
შინაარსობრივი კითხვები
ü  რაში მდგომარეობს  ნაწარმოებ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდას“ გმირის, ვასიკო კეჟერაძის, იდეა-ფიქსი?
ü  რით არის მნიშვნელოვანი ეს იდეა თანამედროვე ადამიანებისთვის?
ü  როგორ შეიძლება  ვასიკოს  იდეის  რეალიზება?

Thursday, July 3, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

 აზრთა გაზიარების შემდეგ გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, რუბრიკებს, განვიხილეთ თითოეული მათგანი ...მოვარგეთ ჩვენს პროექტებს, დავწერეთ შეფასების რუბრიკები...
საინტერესო იყო!



Tuesday, July 1, 2014

მესამე დღის რეფლექსია

საინტერესო იდეების ურთიერთგაზიარების შემდეგ შევარჩიეთ სტანდარტის შედეგები, დავწერეთ პროექტის მიზანი, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები..
     საინტერესო იყო!